სოკოს სალათი პომიდვრით და სეზამის მარცვლებით
კიდე ერთი მსუბუქი, მაგრამ ნოყიერი ვეგეტარიანული კერძი ჩვენი მკითხველისთვის. რაც მთავარია, ძალიან მარტივი და გემრიელი.
დაგვჭირდება:
1 კონა რუკოლა
3-4 პომიდორი
250 გ დამარინადებული ტყის სოკო
ნახევარი ლიმონის წვენი
1 ს.კ. ბალზამიკო
2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
2-3 ს.კ. სეხზამის მარცვალი
მარილი
შავი წიწაკა
პომიდორი მსხვილად დავჭრათ, მოვასხათ ზეთი, მოვაყაროთმარილი და წიწაკა და შევდოთ 5 წუთით 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში. პომიდორი ოდნავ უნდა გამოცხვეს.
პომიდორის დავუმატოთ სოკო, მოვასხათ ლიმონის წვენი და ბალზამიკო, შემდეგ დავუმატოთ რუკოლა, ერთხელ კარგად ამოვურიოთ დათუ საჭიროა, დავუმატოთ მარილი და წიწაკა.
ბოლოს მოვაყაროთ მოხალული სეზამის მარცვლები.
ეს კერძი დამოუკიდებლადაც კარგია და თან არაჩვეულებრივი გარნირია ხორცთან.
გემრიელად მიირთვით!