გამომცხვარი კარტოფილის პიურე
კარტოფილისგან ბევრი რამის მომზადება შეიძება. დღესაც ერთ-ერთ საინტერესო, მარტივ და გემრიელ ვარიანტს გთავაზობთ, რომელიც საუზმეზეც მშვენიერი იქნება და ლანჩზეც.
დაგვჭირდება:
1 კგ კარტოფილი
2 კვერცხი
150 გ ჩედარი ან სხვა ყველი, თქვენი გემოვნებით
50 გ პარმეზანი
3 ს.კ. არაჟანი
პატარა კონა მწვანე ხახვი
მარილი
შავი წიწაკა
1 ს.კ. ზეითუნის ზეთი
20 გ კარაქი
კარტოფილი მოვხარშოთ და დავსრისოთ. ცოტა შევაგრილოთ და შევურიოთ კვერცხი, გახეხილი ჩედარი, წვრილად დაჭრილი, ზეთში და კარაქში ოდნავ მოთუშული მწვანე ხახვი, მარილი და წიწაკა.
პატარა საცხობ ფორმებში ან მაფინების ფორმებში გავანაწილოთ შეზავებული პიურე (ფორმებს წინასწარ გამოვუსვათ ზეთი), ზევიდან მოვაყაროთ გახეხილი პარმეზანი და შევდოთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში გამოსაცხობად.
ყველი რომ ჩადნება და კარტოფილი გაოქროსფერდება, გამოვიღოთ ღუმელიდან, ზევიდან არაჟნის პატარა პატარა გუნდები დავადოთ და ცოტაოდენი მწვანე ხახვი მოვაყაროთ.
გემრიელად მიირთვით!