top of page
Поиск

ფოლგაში გამომცხვარი ინდაურის მკერდი ბოსტნეულით

  • Manana
  • 20 мар. 2017 г.
  • 1 мин. чтения

დაგვჭირდება:

4 ქათმის ან ინდაურის მკერდი

2 სხვადასხვა ფერის ბულგარული წიწაკა

2 ცუკინი

10-12 ღერო სატაცური

0,5 ჩ.კ. პაპრიკა

0,5 ჩ.კ. ხმელი ნიორი

წიწაკების მიქსი

მარილი

4 ს.კ. ზეითუნის ზეთი

ფრინველის ფილე გავრეცხოთ, მოვაყაროთ მარილი და წიწაკების მიქსი და შევწვათ გრილზე ორივე მხრიდან.

შემწვარი ფილე მოვათავსოთ ფოლგაზე, დავყაროთ ისრებად დაჭრილი ბულგარული წიწაკა, რგოლებად დაჭრილი ცუკინი, სატაცური, მოვაყაროთ მარილი, წიწაკები, პაპრიკა, ნივრის საკმაზი, მოვასხათ ზეითუნის ზეთი და შევახვიოთ ფოლგაში.

გამოვაცხოთ 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში ერთი 30-40 წუთი ყველაფერი ერთად.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean

martividagemrieli.wix.com/goodfood

bottom of page