შაქარლამა
დღეს ძალიან მარტივ და ძალიან გემრიელ, ყველასთვის საყვარელ შაქარლამას გამოვაცხობთ.
დაგვჭირდება:
100 გ შაქარი
2 კვერცხი
250 გ ფქვილი
150 გ კარაქი
1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
მწიკვი მარილი
ვანილი
შაქრის პუდრა
კვერცხი და შაქარი კარგად ავთქვიფოთ, დავუმატოთ დარბილებუი კარაქი, მარილი, ვანილი, გამაფხვიერებელი და ფქვილი. მოვზილოთ ცომი, მაგრამ დიდხანს არ ვზილოთ. გადავაკრათ პლასტიკი და ერთი 40 წუთით შევდოთ მაცივარში.
ამის შემდეგ გავაბრტყელოთ ცომი და სასურველი ფორმები ამოვჭრათ. გამოვცხოთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში ერთი 10 წუთი.
კარგად რომ გაცივდება, მოვაყაროთ შაქრის პუდრა.
გემრიელად მიირთვით!