top of page

ბოსტნეულის რაგუ ყაბახით და ტკბილი წიწაკით

  • Manana
  • 24 мар. 2017 г.
  • 1 мин. чтения

არც დრეს ვტოვებთ უყურადღებოდ ჩვენ ვეგეტარიანელ მეგობრებს და მათთვის გემრიელ და მარტივ ბოსტნეულის რაგუს რეცეპტს ვაზირებთ.

დაგვჭირდება:

3 საშუალო ცუკინი

4 კარტოფილი

2 წითელი ბულგარული

2 სტაფილო

2 პომიდორი

1-2 თავი ხახვი

2-3 კბილი ნიორი

1 კონა ქიძი

1 კონა ოხარახუში

1 კონა შაშკვლავი ან ბაზილიკი (ან 0,5 ჩ.კ. ხმელი)

ზეითუნის ზეთი

მარილი

შავი წიწაკა

ბოსტნეული დავჭრათ კუბებად. ზეითუნის ზეთში ტაფაზე მოვთუშოთ ხახვი, შემდეგ დავუმატოთ კარტოფილი და სტაფილო, ერთ 10 წუთში- ბულგარული,პომიდორი და კიდე ერთი 5 წუთი ვთუშოთ.

ამის შემდეგ ზევიდან დავაყაროთ ცუკინი, აღარ მოვურიოთ, დავაფაროთ თავსახური და ვთუშოთ ასე ერთი 15-20 წუთი, კარტოფილის მზადყოფნამდე.

ამის შემდეგ, გამოვრთოთ ქურა, მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი მწვანილი და დაჭყლეტილი ნიორი, მარილი, შავი წიწაკა და კარგად მოვურიოთ ჩვენ რაგუს.

გემრიელად მიირთვით!

Comments


Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean

martividagemrieli.wix.com/goodfood

bottom of page