top of page

ჯანჯაფილის ლიმონათი

შინაური ლიმონათი ყოველთვის ძალიან სასიამოვნოა, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა ნამდვილი გაზაფხული მოვიდა და დათბა.

ჩვენი დღევანდელი სასმელი ძალიან გემრიელი და თან ვიტამინებით სავსეა, მის მოსამზადებლად კი სულ რაღაც 15 წუთი დაგვჭირდება.

დაგვჭირდება:

2 ლ წყალი

50 გ შაქარი

4 ლიმონი

50 გ ჯინჯერი, ანუ ჯანჯაფილი

ჯი ჯერი გავხეხოთ, შევურიოთ შაქარი და დავასხათ 1 ჭიქა წყალი. მივიყვანოთ ადურებამდე და გამოვრთოთ ქურა. დავაფაროთ თავსახური და გავაჩეროთ ასე ერთი ნახევარი საათი, შემდეგ კი გადავწუროთ, დავუმატოთ 4 ლიმონის წვენი, დანარჩენი წყალი და კარგად მოვურიოთ. ჩავყაროთ ყინული.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page