ბოსტნეულის რაგუ ბაზილიკით და მაიორანით
კვლავ ვამზადებთ ჩვენი ვეგეტარიანელი მეგობრებისთვის. მარტივი, გემრიელი და ჯანსაღი ბოსტნეულის რაგუ.
დაგვჭრდება:
2 ბადრიჯანი (ან 1 ბადრიჯანი და 1 ცუკინი)
2 ბულგარული წიწაკა
4 პომიდორი
1-2 თავი ხახვი
2 სტაფილო
2 კბილი ნიორი
პატარა კონა ოხრახუშიი
0,5 ჩ.კ. მაიორანი
0,5ჩ.კ. ბაზილიკი
1 პატარა მწვანე წიწაკა
ზეითუნის ზეთი
მარილი
შავი წიწაკა
ბადრიჯანი დავჭრათ კუბებად, მოვაყაროთმარილი და გადავდოთ ერთი 20 წუთით. შემდეგ გადავწუროთლ გავავლოთ ცივი წყალი და კიდე გავწუროთ.
ხახვი დავჭრათ წვრილად და მოვთუშოთ ზეითუნის ზეთში, დავუმატოთ რგოლებად დაჭრილი სტაფილო, ცოტა ხანში- კუბებად დაჭრილი ბულგარული და კარგად ამოვურიოთ. გამოვრთოთ ქურა.
ცეცხლგამძლე ფორმაში ფენებად დავალაგოთ ბადრიჯანი, თხლად რგოლებად დაჭრილი პომიდორი, ხახვი, სტაფილო და ბულგარული, დავუმატოთ მაიორანი, ბაზილიკი, წვრილად დაჭრილი მწვანე წიწაკა, მარილი და შავი წიწაკა.
გამოვაცხოთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელშ დაახლოებით 1 საათი. გამზადებულ რაგუს მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში.
გემრიელად მიირთვით!