top of page

კარტოფილის და შამპინიონის რაგუ


მათთვის, ვინც ხორს არ მიირთმევს, კიდე ერთ მარტივ და გემრიელ ვეგეტარიანულ კერძს მოვამზადებთ. კარტოფილი ხომ ყველაფერს ეხამება, მაგრამ სოკოსთან განსაკუთრებულად გემრიელია.

დაგვჭირდება

500-600 გ შამპინიონი

5-6 კარტოფილი

1 თავი ხახვი

3 კბილი ნიორი

1 კონა მწვანე ხახვი

ხმელი ნივრის საკმაზი წიწაკით

მარილი

შავი წიწაკა

2 ს.კ. ზეთი

30 გ კარაქი

კარტოფილი გავთალოთ და დავჭღათ საშუალოზომის ნაჭრებად და მოვთუშოთ საშუალო ცეცხლზე ზეთში და კარაქში. აქვე დავუმატოდ თხლად დაჭრილიხახვი და მწვანე ხახვის თეთრი ნაწილი. რომ მოიბრაწება, დავუმატოთ თხლად დაჭრილი სოკო, მარილი, წიწაკა, ხმელი ნივრის საკმაზი. ვთუშოთ ასე ერთი 5-10 წუთი, შემდეგ კი დავუმატთ მწვანე ხახვი და დაჭყლეტილი ნიორი, კარგად მოვურიოთ და ერთ-ორ წუთში გამოვრთოთ ქურა.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page