top of page

ახალი კომბოსტოს ღვეზელი


ძალიან მარტივი და გემრიელი ღვეზელი ახალი კომბოსტოთი, კამით და კვერცხით.

დაგვჭირდება:

1 თავი ახალი კომბოსტო

3 მოხარშული კვერცხი

პატარა კონა კამა

0,5 ჩ.კ. ბეგქონდარა

მარილი

შავი წიწაკა

ცომისთვის:

200 გ მაწონი

200 გ არაჟანი

150 გ კარაქი

2 კვერცხი

1 ს.კ. შაქარი

0,5 ჩ.კ. მარილი

300 გ ფქვილი

1 ჩ.კ. სოდა

მოვამზადოთ ცომი: კარაქი გავალღვოთ, დავუმატოთ მარილი და შაქარი, შემდეგ არაჟანი, ათქვეფილი კვერცხი, მაწონში გახსნილი სოდა და ფქვილი. კარგადმოვურიოთ, უნდა გამოგვივიდეს თხელი ცომი.

კომბოსტო დავჭრათ წვრილად და ოდნავ მოვთუშოთ.დავუმატოთ წვრილად დაჭრილი კამა, მარილი, წიწაკა. შემდეგ გავაგრილოთ და დავუმატოთ წვრილად დაჭრილი კვერცხი.

საცხობ ფორმას გამოვუსვათ კარაქი და მოვაყაროთ ფქვილი, ჩავასხათ ნახევარი ცომი, გადავასწოროთ, შემდეგ გავანაწილოთ შიგთავსი და ზევიდან გადავანაწილოთ ცომის მეორე ნახევარი.

გამოვაცხოთ ჩვენი ღვეზელი 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში ერთი 40 წუთი.

კომბოსტოს ღვეზელი ერთნაირად კარგია ცივიც და ცხელიც.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page