top of page

თევზი თეთრი ღვინის სოუსში ბაზილიკით და პომიდორით


ვახშმისთვის მოვამზადებთ თევზს ბაზილიკის და პომიდვრის სოუსში -მარტივად და გემრიელად.

დაგვჭირდება:

500 გ რომელიმე თეთრი თევზის ფილე

პატარა კონა ბაზილიკი

300-400 გ ჩერი პომიდორი

2-3 კბილი ნიორი

ნახევარი ლიმონის ცედრა და წვენი

მარილი

ფერადი წიწაკა

ზეითუნის ზეთი

150 მლ თეთრი მშრალი ღვინო

თევზს მოვაყაროთ მარილი და წიწაკები და შევწვათ გრილზე ან გამოვაცხოთ ღუმელში.

ტაფაზე გავახუროთ ზეთი და ჩავჭყლიტოთ ნიორი, ოდნავ რომ გავარდისფრდება, დავუმატოთ შუაზე გაჭრილი ჩერი პომიდორი, ერთი-ორი წუთი მოვთუშოთ და მოვასხათ ღვინო. ალკოჰოლი რომ აორთქლდება, დავამატოთ ლიმონის ცედრა და ბაზილიკი და გამოვრთოთ ქურა.

ჩავდოთ თევზი ამ სოუსში და მოვასხათ ლიმონის წვენი.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page