top of page

ლიმონის და მასკარპონეს ნამცხვარი ფისტაშით


დაგვჭირდება:

200 გ კარაქი

300 გ შაქარი

3 კვერცხი

200 მასკარპონე

მწიკვი მარილი

1 ლიმონის ცედრა და წვენი

1 ჩ.კ. სოდა

ვანილი

250 გ ფქვილი 50 გ ფისტაში

ცალკე:

100 გ შაქრის პუდრა

1-2 ს.კ. ლიმონის წვენი

დარბილებული კარაქი და შაქარი კარგად ავთქვიფოთ, დავუმატოთ კვერცხი, მარილი, ვანილი, ლიმონის ცედრა და კიდე კარგად ავთქვიფოთ. შემდეგ დავუმატოთ მასკარპონე, ლიმონის წვენში გახსნილი სოდა და ბოლოს ფქვილი. მოვურიოთ, გადავიტანოთ საცხობ ფორმაში, რომელშიც წინასწარ ჩავაფენთ საცხობ ქაღალდს. შევდოთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 40წუთით გამოსაცხობად.

გამომცხვარი ნამცხვარი ფრთხილად გადმოვიტანოთ დაფაზე გასაგრილებლად.

ამასობაში, კარგად ავთქვიფოთ პუდრა და ლიმონის წვენი, უნდა მივიღოთ ერთგვაროვანი თეთრი მინანქარი. დავფაროთ ამ მინანქრით გაციებული ნამცხვარი და მოვაყაროთ ზევიდან მოხალული ფისტაში.

დავაცადოთ ერთი 20 წუთი, კარგად რომ გაშრეს. ჩვენი დესერტი მზადაა.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page