top of page

ღუმელში გამომცხვარი ორაგული კარტოფილთან ერთად როზმარინით და ნივრით


ყველას გილოცავთ ხარებას და ამ დღესასწაულის საპატივცემულოდ დღეს უგემრიელეს და უჯანსაღეს თევზის რეცეპტს გთავაზობთ. ორაგულის ფილეს სურნელოვან მწვანილებს მოვაყრით და გამოვაცხობთ ღუმელში კარტოფილთან ერთად.

დაგვჭირდება:

1-1,5 კგ ორაგულის ფილე

1 კგ კარტოფილი

2-3 ღერი როზამრინი

3-4 კბილი ნიორი

მარილი

შავი წიწაკა

ნივრიანი წიწაკა

1 ლიმონი

3-4 ს.კ. ზეითუნის ზეთი

კარტოფილი დავჭრათ მსხვლად და მოვხარშოთ, მაგრამ არ ჩავხარშოთ, ცოტა უმი უნდა დარჩეს.

ორაგული დავდოთ ტაფაზე, მოვასხათ ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი, მოვაყაროთ მარილი, შავი წიწაკა, როზამრინი, 1-2 კბილი დაჭყლეტილი ნიორი, ერთი ლიმონის ცედრა. გვერდზე მივულაგოთ კარტოფილი. კარტოფილსაც მოვასხათ ზეითუნის ზეთი, მოვაყაროთ მარილი, წიწაკა, როზმარინი, იქვე დავყაროთ ერთი 3-4 კბილი მთელ-მთელი ნიორი.

გამოვაცხოთ კარტოფილი და თევზი 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 15 წუთი.

გამომცხვარ თევზს დავაწუროთ ლიმონი.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page