top of page

გამოყვანილი ორაგულის ტირამისუ


ამ ფანტასტიური აპეტაიზერის მომზადება სულ არაა რთული. სამაგიეროდ, საოცარი ვიზუალი და გემო აქვს, ასე რომ, ნებიმსიერ სადღესასწაულო სუფრას დაამშვენებს.

ავოკადოს კრემისთის დაგვჭრდება:

2 ავოკადო

200 გ მასკარპონე

2 ლიმონი

1 პატარა თავი ხახვი

მარილი

თწთრი წიწაკა

მასკარპონეს კრემისთის დაგვჭირდება:

100 გ მასკარპონე

1 ლიმონი

1 კვერცხი

1 პატარა კბილი ნიორი

200 გ გამოყვანილი ორაგული

6 მინი-კრეპი

ნახევარი ლიმონის წვენი

მოვამზადოთ ავოკადოს კრემი: ავოკადო გავარჩიოთ და დავსრისოთ, შემდეგ დავუმატოთ ლიმონის წვენი, წვრილად დაჭრილი ხახვი, მარილი, წიწაკა და მასკარპონე. კარგად ავთქვიფოთ. შევდოთ კრემი მაცივარში.

მოვამზადოთ მასკარპონეს კრემი: ავთქვიფოთ კვერცხი და ლიმონის წვენი, დავუმატოთ დაჭყლეტილი ნიორი, მასკარპონე და მოვურიოთ.

კრეპები კარგად დავნამოთ ლიმონის წვენით.

ორაგული ფავჭრათ მომცრო ნაჭრებად.

ავაწყოთ ტირამისუ: ფორმაში ჩავდოთ ცოტაოდენი ავოკადოს კრემი, შემდეგ ზავანაწილოთ ორაგული, ზევიდან მოვათავსოთ კრეპი, შემდეგ ისევ ცოტაოდენი ავოკადოს კრემი და ბოლოს დავფაროთ მასკარპონეს კრემით.

შევინახოთ ერთი ნახევარი საათით მაცივარში.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page