top of page

ბერძნული სააღდგომო ღვეზელი - ცურეკი


სააღდგომოდ ბერძნები ულამაზეს ღვეზელს, ცურეკის (Τσουρέκι) აცხხობენ, რომელსაც შეღებილი კვერცხით და სეზამის მარცვლებით ან ნუშით რთავენ. დღეს ჩვენც ასეთი ლამაზი და ძალიან გემრიელი კულიჩის გამოცხობას ვეცდებით.

დაგვჭირდება:

600-700 გ ფქვილი

2 ს.კ. საფუარი

200 გ შაქარი

2 კვერცხი

100 გ კარაქი

400 მლ თბილი რძე

0, 5 ჩ.კ. მარილი

100 გ ნუშის ფქვილი

50-100 გ მთელ-მთელი ნუში

1 ფორთოხლის ცედრა

ცალკე:

1 კვერცხის გული

ნუშის ფანტელი ან სეზამის მარცვლები

5 მოხარშული წითელი კვერცხი

150 მლ თბილ რძეში გავხსნათ საფუარი, დავუმატოთ 1 ს.კ. შაქარი და მარილი. გადავდოთ ერთი 20 წუთით, ასაფუებლად თბილ ადგილში.

ამის შემდეგ დავუმატოთ დარჩენილი შემთბარი რძე, შაქარი, ცერა, ნუშის ფქვილი და ფქვილი. კარგად მოვზილოთ. შწმდეგ დავუმატოთ გამდნარი კარაქი და კიდე მოვზილოთ.

დავტოვოთ 1-2 საათით ამოსაფუებლად, შემდეგ კი დავუმატოთ ნუში, ცომისგან გრძელი ღვეზელი გავაკეთოთ და მოვგრიხოთ გვირგვინივით. გვირგვინს კვერცხის გული გადავუსვათ და მოვაყაროთ სეზამის მარცვლები ან ნუშის ფანტელი. გადავაფაროთ ჩაის ტილო და დავტოვოთ ასე ერთი საათით ამოსაფუებლად, შემდეგ კი გამოვაცხოთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში.

გამომცხვარ გვირგვინში ჩავალაგოთ წითელი კვერცხები.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page