top of page

გამომცხვარი ქათმის ხორცი ლორის, ყველის და კვერცხის შიგთავსით


კიდე ერთი ძალიან გემრიელი სააღდგომო კრეძი, რომელსაც ასევე ძალიან ლამაზი პრეზენტაცია აქვს- ქათმის რულეტი საინტერესო შიგთავსით

დაგვჭირდება:

700 ქათმის ფილე

250-300 გ ლორი

250-300 გ ყველი მოცარელა

5-6 კვერცხი

მარილი

წიწაკების მიქსი

ცალკე:

1 კვერცხის გული

1 ს.კ. არაჟანი ან ნაღები

ხორცი კარგად დავბეგვოთ, ყველი და ლორი წვრილად დავჭრათ. ხორცს მოვაყაროთ მარილი და წიწაკა და შევურიოთ ლორი და ყველი. გავშალოთ სამზარეულო ცელოფანზე და ზევიდან ერთ რიგში დავალაგოთ მაგრად მოხარშული კვერცხები. გადავახვიოთ რულეტივით ცელოფნის დახმარებით, მჭიდროთ შევკრათ და შევდოთ მაცივარში ერთი ნახევარი საათით.

ამის შემდეგ, გადავაკრათ სამზარეულო ძაფით, გადავუსვათ ათქვეფილი კვერცხის გული და არაჟანი და შევდოთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში ერთი ნახევარი საათით.

გამომცხვარი ქათმის რულეტი ცოტა შევაგრილოთ, მოვაშოროთ ძაფი და თხლად დავჭრათ.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page