top of page

გერმანული სააღდგომო ბაჭიები


გვიახლოვდება აღდგომა და ჩვენ წლევანდელ სააღდგომო სერიას მარტივი და გემრიელი გერმანული სააღდგომო პატარა ნამცვხრებით ვიწყებთ.

დაგვჭირდება:

5 კვერცხი

175 გ შაქარი

2 შეკვრა ვანილი

მწიკვი მარილი

1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი

125 გ ფქვილი

3 ს.კ. სახამებელი

1 ს.კ. ნუში

6 ს.კ. რძე

შაქრის პუდრა

კვერცხი და შაქარი კარგად გავთქვიფოთ, დავუმატოთ მარილი, ვანილი, თბილი რძე, შემდეგ ნუში, სახამებელი, გამაფხვიერებელი და ფქვილი. ფრთხილად მოვურიოთ და გადავიტანოთ პატარა საცხობ ფორმებში.

გამოვაცხოთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 40 წუთი.

გაგრილებულ ნამცხვრებს მოვაყაროთ შაქრის პუდრა.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page