top of page

მოხარშული ხაჭოს პასკა


მოხარშული ხაჭოს პასკა ოდნავ უფრო მეტ მოთმინებას და დროს მოითხოვს, ვიდრე უმი, სამაგიეროდ ის უფრო გემრიელიც გამოდის და შენახვის ვადაც უფრო ხანგრძლივი აქვს. დღეს ჩვენ ასეთ პასკას ალუბლის ჩირით და ფორთოხლის ცუკატებით მოვამზადებთ.

დაგვჭირდებათ: 2 ლ რძე

200 გ მაწონი

7 კვერცხის გული 200 გრ შაქარი 200 გრ კარაქი ვანილი

150 გრ ალუბლის ჩირი 2 ლიმონის ცედრა

100 გ ფორთოხლის ცუკატები

2 ს.კ. კონიაკი ან რომი

150 გ ნუში

პირველ რიგში ალუბლის ჩირი დავალბოთ კონიაკში. ნუში კი ოდნავ მოვხალოთ ტაფაზე.

შემდეგ, ავადუღოთ რძე და ჩავასხათ ათქვეფილი კვერცხის გულები და მაწონი, ვურიოთ, მასა რომ აიჭრება, შემდეგ გადავწუროთ საცერზე და დავტოვოთ რამდენიმე საათი. სითხე რომ ჩამოიწურება კარგად და გაგრილდება, ავთქვიფოთ ეს მასა კარაქათან და შაქართან ერთად და დავუმატოთ ვანილი, ალუბლის ჩირი, ლიმონის ცედრა, ცუკატები და მთელ-მთელი ნუში.

ჩავდოთ სასურველ ფორმაში და გავაციოთ მაცივარში.

გემრიელად მიირთვით! ❤

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page