პასკა რომით
დღეს მოვამზადებთ პასკას, რომელსაც შემდეგ დავნამავთ რომით. ასეთი პასკა დიდხანს არ გაშრება და კარგად შეინახება.
დაგვჭირდება:
400 გ ფქვილი
3 კვერცხი
100 გ შაქარი
5 გ მარილი
150 გ კარაქი
100 გ ქიშმიში, ცუკატები ან თხილეული, სურვილისამებრ
დანის წვერზე მუსკატი
დანის წვერზე კარდამონი
ცალკე:
100 გ ფქვილი
20 გ საფუარი
150 მლ თბილი რძე
დასანამად დაგვჭირდება:
80 მლ წყალი
20 მლ რომი ან კონიაკი
100 გ შაქარი
ნახევარი ლიმონის და ნახევარი ფორთოხლის ცედრა
მინანქრისთვის დაგვჭირდება:
1 კვერცხის ცილა
100 გ შაქრის პუდრა
5 გ ლიმონის წვენი
ცალკე გადადებული ფქვილი და საფუარი გავხსნათ თბილ რძეში და გადავდოთ 30 წუთით სითბოში. უნდა ამოფუვდეს.
კარაქი გავალღვოთ, კვერცხი და შაქარი კარგად გავთქვიფოთ, დავუმატოთ მარილი, შემდეგ შევაზილოთ გაფუებული ცალკე გადადებული აფუებული ცომი, დავუმატოთ კარაქი და დარჩენილი ფქვილი. კარგად მოვზილოთ.
სურვილისამებრმ დავუმატოთ ქიშმიში და თხილეული, კარგად მოვზლოთ და დავტოვოთ სითბოში 1-2 საათით.
გავანაწილოთ ამოფუებული ცომი ფორმებში და ვაცადოთ კიდე ერთი 40 წუთი, შემდეგ კი გამოვაცხოთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 20 წუთი.
სანამ პასკა ცხვება, შაქარი, წყალი და ცედრა მივიყვანოთ ადუღებამდე და 5 წუთი ვადუღოთ. შემდეგ კი დავუმატოთ რომი და გადავწუროთ თხელ საცერში.
გავჟღინთოთ ცხელი პასკები სიროპით და გავაგრილოთ.
კვერცხის ცილა კარგად ავთვიფოთ შაქრის პუდტრასთან ერთად და შემდეგ დავუმატოთ ლიმონის წვენი. გადავუსვათ მინანქარი გამზადებულ პასკებს და მოვრთოთ ცუკატებით ან თხილეულით.
გემრიელად მიირთვით!