პასკა ხაჭოთი და ცუკატებით
დაგვჭირდება:
250 გ რიკოტა ან თხელ საცერში გატარებული ხაჭო (ასევე, შეგიძლიათ გამოიყენოთ ნადუღი)
50 გ კარაქი
2 კვერცხი
1 კვერცხის გული
1 ჭიქა შაქარი
0,5 ჩ.კ. მარილი
ვანილი
2 ჭიქა ფქვილი
1 ჭიქა ქიშმიში
ცალკე:
100 მლ რძე
1 ჭიქა ფქვილი
1 ჩ.კ. შაქარი
2 ჩ.კ. საფუარი
ცალკე გადადებული პროდუქტები შევურიოთ ერთმანეთს (რძე წინასწარ შევათბოთ), შემდეგ გადავაფაროთ პლასტიკი და დაველოდოთ ერთი 20 წუთი. საფუარი რომ ამუშავდება და ცომი ამოფუვდება, მზადაა.
სანამ საფუარი ამუშავდება, ცალკე მოზრდილ ჯამშ ავთქვიფოთ კვერცხი და შაქარი, შემდეგ დავუმატოთ რიკოტა, გამლღვალი კარაქი, ვანილი, მარილი და კარგად ავთქვიფოთ. შემდეგ დავუმატოთ ამოფუებული ცომი და ქიშმიში, გაცრილი ფქვილი და მოვზილოთ კარგად.
გადავიტანოთ ცომი ფორმებში ისე, რომ მხოლოდ ნახევრამდე შევავსოთ, გადავაფაროთ პლასტიკი და დავტოვოთ ისევ ამოსაფუებლად. დაახლოებით 2 საათში ჩვენი პასკები უკვე მინიმუმ ორჯერ ინდა იყოს გაზრდილი ზომაში.
ღუმელი წინასწარ გავახუროთ 180 გრადუსამდე, შევდოთ ჩვენი პასკები და გამოვაცხოთ მზადყოფნამდე. დრო დამოკიდებულია პასკის ფორმის სიდიდეზე.
თუ შევამჩნევთ,რომ ზედაპირი უკვე კარგად დაიბრაწა, ხოლო გული ჯერ კიიდე არ გამოცხვა, გადავაფაროთ პასკებს ფოლგა და ასე გავაგრძელოთ მათი ცხობა.
გამზადებული პასკა გავაგრილოთ და მოვაყაროთ შაქრის პუდრა.
ქრისტე აღდგა!