top of page

სააღდგომო ორცხობილა ლიმონის კრემით


გვიახლოვდება აღდგომა. მომავალ კვირაში გამოვაცხობთ პასკებს და რამდენიმე ახალ რეცეპტს გამოვცდით, ხოლო დღეს ვამზადებთ სააღდგომო კვერცხივით მხიარულ ორცხობილებს და ჩვენ წლევანდელ სააღდგომო ორცხობილების სერიას ამ მარტივი და გემრიელი ნამცხვრებით ვასრულებთ.

დაგვჭირდება:

300 გ ფქვილი

150 გ შაქარი

1 კვერცხის გული

300 გ კარაქი

100 გ სახამებელი

2 ს.კ. ცივი რძე

1 ლიმონის ცედრა

ნახევარი ლიმონის წვენი

0,5 ჩ.კ. სოდა

ვანილი

მინანქრისთვის დაგვჭირდება:

1 კვერცხის ცილა

100 გ შაქარის პუდრა

1 ჩ.კ. ლიმონის წვენი

კვერცხი და შაქარი კარგად გავთქვიფოთ, დავუმატოთ კარაქი, შემდეგ ლიმონის ცედრა, ვანილი, ლიმონის წვენში გახსნილი სოდა და რძე. გავთქვიფოთ და დავუმატოთ სახამებელი და ფქვილი. მოვზილოთ ცომი, გადავაკრათ პლასტიკი და შევინახოთ მაცივარში ერთი 20-30 წუთით.

გაცივებული ცომი გავაბრტყელოთ დაახლოებით 5 მმ სისქემდე და გამოვჭრათ კვერცხის ფორმის ფიგურები. ნახევარს პატარა მრგვალი რგოლით ამოვაჭრათ გულები და გამოვაცხოთ ორცხობილები 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში ერთი 10 წუთი.

სრულად რომ გაგრილდება, მთელ ორცხობილებს გადავუსვათ ლიმონის კრემი, დავაფაროთ თავზე გულამოღებული ორცხობილები და მოვაყაროთ შაქრის პუდრა ან გადავუსვათ თეთრი მინანქარი.

მინანქრის მოსამზადებლად კვერცხის ცილა და შაქრის პუდრა შევურიოთ ერთმანეთს და დავუმატოთ ლიმონის წვენი. კარგად მოვურიოთ და მაშინვე გადავუსვათ ორცხობილებს. მინანქარი მალევე გაშრება და გამაგრდება.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page