ვაგრძელებთ სააღდგომო რეცეპტების სერიას და დღეს საღამოს ხაჭოს ორცხობილების ერთ ძალიან კარგ რეცეპტს გთავაზობთ. რაც მთავარია, მარტივს, თან ძალიან გემრიელს.
ეს მშვენიერი კურდღლები ერთ კვირამდე შეგიძლიათ შეინახოთ, თუმცა ძალიან ვეჭვობ, რომ ამდენი ხანი გადაურჩებიან შესანსვლას.
დაგვჭირდება:
100 გ კარაქი
200 გ ხაჭო
150 გ შაქარი
1 კვერცხი
1კვერცხის გული
100 მლ ზეითუნის ან სიმინდის ზეთი
1 ლიმონის ცედრა
1 ჩ.კ. სოდა
1 ს.კ. ლიმონის წვენი
ვანილი
მწიკვი მარილი
400 გ ფქვილი
შაქრის პუდრა
დარბილებული კარაქი და შაქარი კარგად გავთქვიფოთ, დავუმატოთ კვერცხი, კვერცხის გული, ხაჭო. შემდეგ ზეთი, ლიმონის ცედრა, ვანილი, მარილი, ლიმონის წვენში გახსნილი სოდა და ფქვილი. მოვზილოთ ელასტიური ცომი და გავაბრტყელოთ 0,5 სმ სისქემდე. გამოვჭრათ სააღდგომო ფორმები, დავალაგოთ საცხობ სინზე და შევდოთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 15 წუთით გამოსაცხობად.
გამზადებული ორცხობილები გავაგრილოთ და მოვაყაროთ შაქრის პუდრა.