შაფრანის პასკა
დღეს კიდე ერთი, ორქოსფერი შაფრანის პასკის რეცეპტს გიზიარებთ. ამ პასკის ცომი წინა დღეს მზადდება, შემდეგ მთელი ღამე ამოდის და მეორე დღეს მხოლოდ გამოცხობა დაჭრდება
დაგვჭირდება:
4 კვერცხი
2 კვერცხის გული
370გ შაქარი
180გ კარაქი
25 გ საფუარი
370 მლ შესქელებული რძე
1კგ ფქვილი
2 შეკვრა ვანილი
0,5 ჩ.კ. მარილი
2 ს.კ. კონიაკი
100 გ ცუკატი
100 გ ალუბლის ჩირი
150გ მუქი და ღია ქიშმიში
1 ფორთოხლის ცედრა
0,5 ჩ.კ. მუსკატი
0,5 ჩ.კ. კარდამონი
რამდენიმე შაფრანის ღერი
კვერცხის გულები და კვერცხი კარგად ავთქვიფოთ შაქართან ერთად, დავუმატოთთბილი შესქელებული რძე, საფუარი და კარაქი. კარგად მოვურიოთ და დავტოვოთ ასე ოთახის ტემპერატურაზე მთელი ღამით.
მეორე დილას დავუმატოთ ვანილი, კონიაკში გახსნილი შაფრანი, კარდამონი, ცედრა, მარილი. ნელ-ნელა დავუმატოთ ფქვილი. კარგად მოვზილოთ ცომი. გადავაფაროთ პლასტიკი და დავტოვოთ ერთი-ორი საათით ამოსაფუებლად. ზომაში უნდა გაიზარდოს მინიმუმ 2-2,5 ჯერ.
ამის შემდეგ, დავუმატოთ ცომს ცუკატები და ჩირები, გავანაწილოთ ფორმებში და გამოვაცხოთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 40 წუთი.
გამომცხვარი პასკები წამოვაგოროთ გვერდზე, რომ არ ჩავარდეს და ისე გავაგრილოთ.
გემრიელად მიირთვით!