ქათმის ბულიონი ველური ბრინჯით
აღდგომის კვირეულის შემდეგ ყველა ჩვენთაგანს მარტივი, გემრიელი და ჯანსაღი საკვები გვჭირდება. რა თქმა უნდა, წვნიანები ამ სიაში წამყვან ადგილს დაიმკვიდრებენ, ხოლო ფავიროტი წვნიანების სიაში აუცილებლად მოხვდება ჩვენი დღევანდელი ქათმის სუპი.
დაგვჭირდება:
1 ქათამი
1 სტაფილო
1 თავი ხახვი
150 მლ დაბაცხიმიანი ნაღები
1-2 ღერი ნიახური
150 გ ველური ბრინჯის და ბასმატის მიქსი
მარილი
წიწაკების მიქსი
2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
ქათამი კარგად გავრეცხოთ, დავასხათ წყალი ისე, რომ ფარავდეს, დავუმატოთ ბუკე გარნი და მოვხარშოთ კარგად.
შემდეგ ქათამი ამოვიღოთ ბულიონიდან და ცალკე გადავდოთ. ბულიონი კი გადავწუროთ თხელ საცერში.
წვრილად დაჭრილი ხახვი და სტაფილო მოვთუშოთ ზეთში, დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ნიახური, შემდეგ დავამატოთ ბრინჯი, მოვურიოთ, რომ შეიწოვოს ცხომი და დავამატოთ ბულიონი ვხარშოთ ერთი 15 წუთი, სანამ ბრინჯი არ მოიხარშება.
ამასობაში, დავანაწევროთ ქათმის ხორცი, მოვაშოროთ ძვლები და კანი, დავჭრათ სასურველ ნაჭრებად და ჩავდოთ სუპში. იქვე დავამატოთ შემთბარი ნაღები და ვხარშოთ ყველაფერი ერთად დაბალ ცეცხლზე კიდე ერთი 5 წუთი. ბოლოს ვამატებთ მარილს და წიწაკებს.
გემრიელად მიირთვით!