გამომცხვარი ბატკნის ხორცი შაშკვლავის და ბეგქონდარას სოუსით ტკბილ კარტოფილთან ერთად
უქმეები გვიახლოვდება და თუ თქვენ მეგობრებს სტუმრად დაპატიჟებთ, მოამზადეთ ჩვენთან ერთად ეს არაჩვეულებრივი, საკმაოდ მარტივი და ძალიან გემრიელი კერძი და გარწმუნებთ, გულგრილი არავინ დარჩება.
თან ძირითად სამუშაოს წინა დღეს შევასრულებთ. შემდეგ კი მხოლოდ მისი გამოცხობა დაგვრჩება.
დაგვჭირდება:
2 კგ ბატკნის ხორცი
3-4 ღერი ბეგქონდარა
3-4 ღერი შაშკვლავი
2-3 კბილი ნიორი
მწვანე წიწაკა
2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
მარილი
500 გ ტკბილი კარტოფილი (ბატატი)
ხორცი კარაგად გავრეცხოთ და გავჭრათ, გავშალოთ ისე, რომ თხელი, დაახლოებით 2-3 სმ სისქის ფენა მივიღოთ.
ნიორი, წიწაკა და მწვანილები დავჭყლიტოთ, შევურიოთ ზეითუნის ზეთი და მარილი და კარგად გადავუსვათ ხორცს ორივე მხრიდან. გადავახვიოთ რულეტად. შევკრათ ეს რულეტი სპეციალური კულინატიული ძაფით ან თოკით და გადავახვიოთ პლასტიკში.
შევდოთ ჩვენი რულეთი მთელი ღამით მაცივარში.
მეორე დღეს გამოვიღოთ და გავაჩეროთ ოთახის ტემპერატურაზე ერთი ნახევარი საათი.
ფრთხილად მოვაშოროთ პლასტიკი ხორცს და შევდოთ 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 20 წუთით.
ამის შემდეგ გადავაფაროთ ჩვენ რულეტს ფოლგა, დავუწიოთ ტემპერატურას 180 გრადუსამდე და ვაცხოთ კიდე 2 საათი.
ამასობაში, კარტოფილი დავჭრათ თხლად, მოვაყაროთ მარილი და გავანაწილოთ საცხობ ფორმაზე. ხორცთან ერთად. გავაგრძელოთ ცხობა, სადღაც კიდე ერთი 40 წუთი.
გამომცხვარი რულეტი დავტოვოთ გამორთულ ღუმელში ერთი 20 წუთით, შემდეგ კიგამოვიოთ, გადავუსვათ ზევიდან ცოტაოდენი მწვანილების სოუსი, დავჭრათ და გადავიტანოთ თეფშზე კარტოფილთან ერთად.
გემრიელად მიირთვით!