საგაზაფხულო სალათი სატაცურით
მიუხედავა იმისა, რომ ქარი თავს არ გვანებებს, გაზაფხული მაინც მოვიდა. ააყვავა იასამანი, ხეები ხასხასა მწვანე ფოთლებით დაფარა, ჩვენ კი ნორჩი ბოსტნეულით და მწვანილით დაგვასაჩუქრა.
სხვასთან ერთად გამოჩნდა მაისის მთავარი ბოსტნეული, ვიტამინებით ძალიან მდიდარი სატაცური. ჩვენც ვისარგებლებთ ამ აბით და დღეს ჩვენი რეცეპტების კოლექციას კიდე რამდენიმე საინტერესო სატაცურის კერძების რეცეპტს შევმატებთ, მით უმეტეს რომ სატაცურის სეზონი საკმაოდ ხანმოხლეა.
დავიწყოთ ვიტამინებით მდიდარი, მარტივი და გემრიელი საგაზაფხულო სატაცურის სალათით.
დადაგვჭირდება:
350 გ სატაცური
2 ახალგაზრდა ყაბახი
200 გ მწვანე ბარდა (გაყინული ჯობია გამოვიყენოთ, ვიდრე კონსერვირებული)
1 კონა სალათების მიქსი პატარა კონა ნორჩი ისპანახი 150 გ ბოლოკი
50 გ მოხალული თხილი
50 გ მწიფე პარმეზანი ან თხის ყველი შევრი (თქვენი გემოვნებით)
დრესინგისთვის:
2-3 ს.კ. ზეითუნის ზეთი
2 ს.კ. ლიმონის წვენი
1 ს.კ. თეთრი ბალზამიკო მარილი
შავი წიწაკა
სატაცური მოვამზადოთ, მოვაჭრათ ზედმეტი ნაწილი (იმის მისახვედრად, სად უნდა გადავჭრათ სატაცური, უნდა შევეცადოთ მისი გადატეხვა და სადაც გადატყდება, იქ გადავჭრათ)
მოვწალოთმარილწყალში ერთი 3 წუთი და მაშინვე ჩავყაროთ ცივ , ყინულიან წყალში. ასე სატაცური ხრაშუნა დარჩება.
თხლად დავჭრათ და ასევე მოვწალოთ ყაბახი.
მდუღარე მოვავლოთ ბარდას, მოვხალოთ ოდნავ თხილი.
შევურიოთ ერთმანეთს სალათები და ისპანახი, დავუმატოტ ცუკინი, თხლად დაჭრილი ბოლოკი, სიგრძეზე ორად გაჭრილი სატაცური, ბარდა, მოხალული თხილი და ზევიდან დავათალოთ პარმეზანი ან დავალაგოთ შევრის თხელი რგოლები.
ბალზამიკო, ლიმონის წვენი, ზეთი, მარიკი და წიწაკა კარგად ავურიოთ ერთმანეთს და მოვასხათ დრესინგი ჩვენ არაჩვეულებრივ სალათს.
გემრიელად მიირთვით!