სატაცურის კრემ-სუპი
დღეს სადილად ძალიან სასარგებლო, მარტივ და გემრიელ სუპს ვამზადებთ და, რა თმა უნდა, სატაცურს გამოვიყენებთ.
დაგვჭირდება:
1 საშუალო ზომის კარტოფილი
700-800 გ სატაცური
1 თავი ხახვი
100 გ კარაქი
1 ს.კ. ფქვილი
100 მლ ნაღები
2-3 ღერი კამა
ცოტაოდენი ტრუფელის ზეთი
მარილი
წიწაკების მიქსი
ხახვი დავჭრათ წვრილად და მოვთუშოთ კარაქში. დავუმატოთ ფქვილი, ცოტა მოვხალოთ, შემდეგ დაჭრილი კარტოფილი და სატაცური, დავასხათ წყალი (ან ქათმის ბულიონი) და ვხარშოთ მზადყოფნამდე.
შემდეგ დავაბლენდეროთღ და დავუმატოთ ნაღები.
მირთმევის წინ მოვაყაროთ ცოტაოდენი წვრილად დაჭრილი კამა, წიწაკების მიქსი და რამდენიმე წვეთი ტრუფელის ზეთი.
გემრიელად მიირთვით!