ქათამი სატაცურით და პესტოს სუსით
მარტივი და გემრიელი ვახშამი - ქათამი, სატაცურით, პომიდორი ჩერით, ნიგვზით და პესტოს სოუსით.
დაგვჭირდება:
1 კგ ქათმის მკერდი
500 გ სატაცური
1 კონა ბაზილიკი
3-4 კბილი ნიორი
500 გ პომიდორი ჩერი
მარილი
წიწაკების მიქსი
2-3 ს.კ. ზეითუნის ზეთი
50 გ კარაქი
2 ს.კ. პესტოს სოუსი
100 გ პარმეზანი
50 გ ნიგოზი
ქათამი კარგად გავრეცხოთ,მოვაყაროთ მარილი და წიწაკები და შევწვათ ორივე მხრიდან ზეითუნის ზეთში და კარაქში. შემდეგ ოდნავ შევაგრილოთ და დავჭრათ მომცრო ნაჭრებად.
სატაცური მოვწალოთ მარილწყალში, შემდეგ გავჭრათ ორად ან სამად.
საცხობ სინზე დავაფონო\ტ საცხობი ქაღალდი და გავანაწილოთ ქათმის ხორცი, პომიდორი ჩერი და სატაცური. მოვაყაროთ მსხვილად დაჭრილი ან დატეხილი ნიგოზი, მოვაყაროთ ცოტაოდენი მარილი, წიწაკები და მოვასხათ პესტოს სოუსი. იქვე დავალაგოთ მთელ-მთელი ნივრის ლებნები და შევდოთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში გამოსაცხობად ერთი 30-40 წუთით.
გამომცხვარ კერძს მოვატაროთ გახეხილი პარმეზანი და მოვაყაროთ ბაზილიკის ფოთლები.
გემრიელად მიირთვით!