გამომცხვარი კანელონი სატაცურის შიგთავსით
პარასკევისთვის განსაკურებით გემრიელი სატაცურის რეცეპტი შემოვინახეთ. დღეს მოვამზადებთ კანელონის (პასტას ნაირსახეობა, მსხვილი, მრგვალი მილები), რომელსაც გამოვტენით სატაცურით და პროშუტოთი და ბეშამელის სოუსით გავაგემრიელებთ.
დაგვჭირდება:
4 თხელი ნაჭერი პროშუტო (ბეკონიც გამოდგება, თუმცა პროშუტო მაინც პროშუტოა!)
3-4 ღერი ნორჩი წიწმატი
16 ღერი სატაცური
ნახევარი ლიმონის წვენი
4 ლაზანიას ფორფიტა ან მზა კონელონი
2 ს.კ. ფქვილი
დანის წვერზე მუსკატი
20-230 გ კარაქი
300 მლ რძე
50 გ გახეხილი პარმეზანი
მარილი
შავი წიწაკა
მოვწალოთ სატაცური მარილწყალში. შემდეგ შემოვახვიოთ პროშუტო და გავახვიოთ ლაზანიას ფურცლებში, ან გამოვენოთ მზა კონელონი. ჩავალაგოთ კანელონი საცხობ ფორმაში.
ტაფაზე მოვხალოთ ფქვილი, დავუმატოთ კარაქი, ერთად მოვთუშოთ და ფრთხილად დავუმატოთ რძე. ბეშამელი რომ გამზადდება, დავამატოთ მუსკატი, მარილი, წიწაკა ლიმონის წვენი და მოვასხათ ჩვენ კანელონის. მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი წიწამტი და გახეხილი პარმეზანი.
გამოვაცხოთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 20-30 წუთის განმავლობაში.
გემრიელად მიირთვით!