top of page

სალათი კაპრეზე სატაცურით


სატაცურის კაპრეზე ბაზილიკის დრესინგით- სასარგებლო, მარტივი და ძალიან გემრიელი ვახშამია, რომლის მოსამზადებლად სულ რაღაც 10-15 წუთი დაგვჭირდება.

დაგვჭირდება:

500 გ სატაცური

500 გ პომიდორი ჩერი (ფერადს თუ შეიძენთ, უფრო გემრიელიც გამოვა და ხალისიანიც)

500 გ მოცარელა (უმჯობესია მინი მოცარელას ბურთულები შევიძინოთ)

ერთი კონა ბაზილიკი

1 კბილი ნიორი

პატარა კონა ოხრახუში

1 ლიმონის ცედრა

2 ლიმონის წვენი

2 ს.კ. ზეითუნის ზეთი

მარილი

შავი წიწაკა

სატაცური მოვწალოთ მარილწყალში, ჩავყაროთ ყინულიან წყალშ, გავაგრილოთ, გადავწუროთ და მოვათავსოთ სალათის თეფშზე. დავუმატოთ შუაზე გაჭრილი პომიდორი ჩერი და მოცარელას ბურთულები.

ბაზილიკი, ოხრახუში, ნიორი, ლიმონის ცედრა, წვენი და ზეითუნის ზეთი ერთად დავაბლენდეროთ. მოვასხათ ჩვენ კაპრეზეს ეს არაჩვეულებრივი დრესინგი და მოვაყაროთ მარილი და წიწაკა.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page