top of page

ფრიტატა სატაცურით და პომიდორი ჩერით


დილა მშვიდბისა!

დიდი ხანია არ მოგვიმზადებილა განსაკუთრებული საუზმე კვერცხით. დღეს ამ შეცდომას გამოვასწორებთ და ისევ სატაცურის დახმარებით მარტივ და ძალიან გემრიელ საუზმეს შევქმნით. გემრიელი საუზმე ხომ წარმატებული დღის დასაწყისია!

დაგვჭირდება:

6 კვერცხი

12-14 ღერი სატაცური

1 ტკბილი წითელი წიწაკა

10-12 ცალი პომიდორი ჩერი

100 გ პარმეზანი

20-30 გ კარაქი

მარილი

თეთრი წიწაკა

კვერცხი ავთქვიფოთ მარილთან, წიწაკასთან და გახეხილ პარმეზანთან ერთად.

საცხობ ფორმაშ კარგად გამოვუსვათ კარაქი და ჩავასხათ ათქვეფილი კვერცხი. შემდეგ გავანაწილოთ სატაცური, შუაზე გაჭრილი პომიდორი ჩერი, თხლად დაჭრილი ბულგარული და შევდოთ 10-12 წუთით 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში გამოსაცხობად.

გემრიელად მირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page