ღორის ხორცი ახალი კომბოსტოთი
გაზაფხული ახალი, ნორჩი ბოსტნეულით და მწვანილით გვახარებს, ჰოდა ჩვენც ვიყენებთ ამ დროს მარტივი და ძალიან გემრიელი კერძების მოსამზადებლად. კომბოსტო და ღორის ხორცი-კლასიკაა, რომელიც ძალიან უყვართ გერმანელებს, ავსტრიელებს, ჩეხებს და უნგრელებს. მით უმეტეს, ძალიან გემრიელია ღორის ხორცი და ახალი კომბოსტო. ჰოდა დღეს სწორედ ამ კომბინაციას გამოვიყენებთ.
დაგვჭირდება:
1 კგ ღორის ხორცი
2 მომცრო თავი ახალი კომბოსტო
2 თავი ხახვი
3-4 კბილი ნიორი
100 გ კარაქი
2 ღერი ბეგქონდარა
2 დაფნის ფოთოლი
მარილი
შავი წიწაკა
ნახევარი ლიმონის ცედრა და წვენი
1-2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
ღორის ხორცი კარგად გავრეცხოთ, მოვაცალოთ ზედმეტი ცხიმი, შევაშროთ და კარგად წავუსვათ მარილი, წოწაკა და ზეითუნის ზეთი.
მოვათავსოთ ხორცი საცხობ ფორმაში და მოვასხათ ლიმონის წვენი. შევდოთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში გამოსაცხობად 1 საათით.
ამის შემდეგ, ხორცი გამოვიღოთ ღუმელიდან, მოვაყაროთ ბეგქონდარა, დაფნის ფოთოლი, გადავაფაროთ ფოლგა და შევდოთ კიდე ერთი 20-30 წუთით ღუმელში. გამზადებული ხორცი გამოვიღოთ ღუმელიდან, არ მოვხსნათ ფოლგა და ასე ერთი ნახევარი საათი გავაჩეროთ.
ამასობაში, მოვამზადოთ კომბოსტოს გარნირი: ხახვი წვრილად დავჭრათ და ოდნავ მოვთუშოთ კარაქში. შემდეგ დავუმატოთ ცოტაოდენი ბეგქონდარა, ვთუშოთ ერთი 5 წუთი და შემდეგ გადმოვიღთ ხახვი ცალკე თეფშზე. ტაფაზე კი დავამატოთ 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი და ჩავდოთ ოთხად გაჭრილი კომბოსტო. ვთშოთ ერთი 5 წუთი, შემდეგ ამოვაბრუნოთ და ვთუშოთ ასევე ერთი 5 წუთი. შემდეგ დავაბრუნოთ ტაფაში ხახვი, დავუმატოთ თხლად დაჭრილი ნიორი, 1 -2 დაფნის ფოთოლი დავაფაროთ თავსახური და ვთუშოთ დაბალ ცეცხლზე ასე ერთი 10 წუთი.
ამის შემდეგ, ღორის ხორცი დავჭრათ სასურველ ნაჭრებად, მოვათავსოთ კომბოსტოსთან ერთად და 1-2 წუთი ვთუშოთ დაბალ ცეცხლზე.
გემრიელად მიირთვით!