top of page

ტარხუნას ლიმონათი

  • Manana
  • 1 мая 2017 г.
  • 1 мин. чтения

ბოლოს და ბოლოს ნამდვილი გაზაფხულიც მოვიდა და გრილი სასმელების სეზონიც დადგა. ამიტომ, ამ კვირაში ჩვენ რამდენიმე მარტივ და გემრიელ ლიმონათს მოვამზადებთ.

დღეს ტარხუნის ლიმონათით დავიწყებთ.

დაგვჭირდება:

1 ჭიქა შაქარი

ერთი კონა ტარხუნა

3 ჭიქა ლიმონის წვენი

1 ლიმონი

5 ჭიქა წყალი და შაქარი შევურიოთ ერთმანეთს, მივიყვანოთ ადუღებამდე და ნელ ცეცხლზე ერთი 30 წუთი ვხარშოთ, შემდეგ გამოვრთოთ ქურა.

ტარხუნა დავსრისოთ და დავუმატოთ სიროპს (ცოტაოდენი შემოვინახოთ), გავაგრილოთ და გადავწუროთ.

ტარხუნის სიროპი შევურიოთ ლიმონის წვენს და დავუმატოთ ყინული, ტარხუნის რამდენიემე ღერი და თხელი ნაჭერი ლიმონი.

გემრიელად მიირთვით!

Comentarios


Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean

martividagemrieli.wix.com/goodfood

bottom of page