მარწყვის და ავოკადოს სალათი
მარწყვიც შემოგვეპარა ნელ-ნელა, ჰოდა ჩვენც ვხსნით მარწყვის სეზონს ამ მარტივი და გემრიელი სალათით,რომელიც თან ძალიან მსუბუქი და სასარგებლოცაა.
დაგვჭირდება:
ერთი კონა რუკოლა და სხვა სალათების მიქსი
200 გ მარწყვი
1 ავოკადო
ნახევარი ლიმონის წვენი
2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
1 ს.კ. ბალზამიკო
მარილი
შავი წიწაკა
100 გ ნუში
100 გ პარმეზანი
სალათები კარგად გავრეცხოთ და შევაშროთ, დავუმატოთ მსხვილად დაჭრილი ავოკადო და მოვასხთ ლიმონის წვენი. დავუმატოთ შუაზე გაჭრილი მარწყვი, გახეხილი ან დათლილი პარმეზანი და ცოტაოდენი ნუშის ფოთლები.
მოვასხათ სალათს ზეითუნის ზეთი, ბალზამიკო და მოვაყაროთ მარილი და წიწაკა.
გემრიელად მიირთვით!