სოკოს და კარტოფილის ღვეზელი
- Manana
- 5 мая 2017 г.
- 1 мин. чтения

დღეს ვახშმისთის ვამზადებთ მარტივ და გემრიელ სოკოს და კარტოფილის ღვეზელს. ჩვენი ღვეზელი ხვალინდელი საუზმისთვისაც გამოდგება.
ცომისთვის დაგვჭირდება:
500-600 გ ფქვილი
300 მლ რძე
2 ჩ.კ. საფუარი
1 ს.კ. შაქარი
1 ჩ.კ. მარილი
2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
შიგთავსისთის:
500 გ შამპინიონი
400-500 გ კარტოფილი
2 თავი ხახვი
100 გ არაჟანი
50 მლ 33% ნაღები
2 ს.კ. ზეთი
20 გ კარაქი
მარილი
შავი წიწაკა
სურვილისამებრ- 1-2 ღერი ბეგქონდარა
1 კვერცხის გული
ფქვილს შევურიოთ საფუარი, დავუმატოთ რძეში გახსნილი მარილი და შაქარი, შემდეგ ზეთი დამოვზილოთ ცომი. დავტოვოთ ერთი-ორი საათით ამოსაფუებლად.
ამასობაში, მოვხარშოთ კარტოფილი, მაგრამ არ ჩავხარშოთ, ხახვი დავჭრათ წვრილად და მოვთუშოთ ზეთში და კარაქში, შემდეგ დავუმატოთ თხლად დაჭრილი სოკო. ცოტა მოვთუშოთ და შევაზავოთ მარილით და წიწაკით. თუ ფრანგული გემოსკენ გვინდა რომ წავიდეს, დავუმატოთ ბეგქონდარაც.
ცომი გავყოთ ორ ნაწილად, ერთი გავაბრტყელოთ და ჩავდოთ ფორმაში, ზევიდან გავანაწილოთ რგოლებად დაჭრილი კარტოფილი, მოვასხათ ათქვეფილი არაჟანი (1 ს.კ. არაჟანი შემოვინახოთ) და ნაღები, შემდეგ გავანაწილოთ სოკოს მასა.
ზევიდან გადავაფაროთ ცომის მეორე ფენა, ზევიდან კი გადავუსვათ გადანახულ არაჟანთან ათქვეფილი კვერცის გული და შევდოთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში ერთი 40 წუთით.
გემრიელად მიირთვით!
Comments