top of page

მარწყვის ბრუსკეტა

დღეს დილით გადავწყვიტეთ მოვამზადოთ იტალიური ბრუსკეტა, ოღონდ ჩვეი ბრუსკეტა ტკბილი იქნება, ჩვენ მას მარწყვით და რიკოტათი მოვამზადებთ. პარასკევი იმსახურებს, რომ დილას განსაკურებით ტკბილად და გემრიელად დავიწყოთ.

დაგვჭრდება:

2 ინგლისური მაფინი (თუ არა და, ფრანგული ბაგეტიც გამოდგება)

200 გ რიკოტა

1 ს.კ. შაქრის პუდრა

1 ს.კ. ყავისფერი შაქარი

200 გ მარწყვი

20-30 გ კარაქი

2 ს.კ. ნუშის ფანტელი

რამდენიმე ღერი პიტნა

1 ს.კ. ლიმონჩელო ან ფორთოხლის ლიქიორი

ინგლისური მაფინი გავჭრათ შუაზე და ოდნავ მოვბრაწოთ გრილზე.

ამასობაშ რიკოტას დავუმატოთ შაქარის პუდრა, ლიმონჩელო და დაჭრილი მარწყვი (ცოტაოდებნი მარწყვი მოსართავად გადავინახოთ). კარგად ავურიოთ ყველაფერი.

შებრაწულ მაფინებს გადავუსვათ კარაქი და გავანაწილოთ ზევიდან რიკოტას მასა. შემდეგ მოვაყაროთ ნუშის ფანტელი, ყავისფერი შაქარი და შევდოთ 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში ერთი 2-3 წუთით. როგორც კი შაქრის კარამელიზაცია მოხდება,

გამოვიღოთ ბრუსკეტები ღუმელიდან, მოვაყაროთ გადადებული მარწყვი და მოვრთოთ პიტნის ფოთლებით.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page