მარწყვის ჩიზქეიქი ნუშის ფანტელით
პარასკევი საღამოსთვის ერთი საოცარი დესერტის რეცეპტი შემოვინახეთ. სანამ მარწყვის სეზონი ინება, გპირდებით, რომ გაგანებივრებთ ბევრი გემრიელი დესერტით!
ძირისთვის დაგვჭირდება:
2 კვერცხი
100 გ შაქრის პუდრა
50 გ კარაქი
2 ს.კ. ზეითუნის ან სიმინდის ზეთი
120 გ ფქვილი
0,5 ჩ.კ. სოდა
ვანილი
ნახევარი ლიმონის წვენი
შიგთავსისთვის:
125 მლ რძე
2 სავსე ჩ.კ. ჟელატინი
250 მლ 33% ნაღები
750 გ კრემჩიზი
125 გ შაქრის პუდრა
1 ლიმონის ცედრა და წვენი
ვანილი
350 გ მარწყვი
1 შეკვრა ტორტის ჟელე
3 ს.კ. ნუშის ფანტელი
პირველ რიგში მოვამზადოთ ბისკვიტი: კვერცხის გულები კარგად ავთქვიფოთ, შემდეგ დავუმატოთ შაქრის პუდრა, დამდნარი კარაქი და ზეთი, ლიმონის წვენში გახსნილი სოდა, ვანილი, ბოლოს ფქვილი და ფრთხილად მოვურიოთ.
ცალკე ავთქვიფოთ ცილები და შევურიოთ ცომს.
გადავიტანოთ ცომი ფორმაში, რომელსაც ეხსნება გვერდები. ფორმას წინასწარ ჩავუფინოთ საცხობი ქაღალდი. გამოვაცხოთ 165 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 25 წუთი.
ცოტა რომ შეგრილდება, მოვაშოროთ საცხობი ქაღალდი და ისევ ჩავდოთ ბისკვიტი ფორმაში.
შიგთავსისთვის ჟელატინი გავხსნათ რძეში, დავტოვოთ ასე ერთი 20 წუთი, შემდეგ კი შევათბოთ, სულ რომ გადნეს.
კრემჩიზი და შაქრის პუდრა კარგად ავთქვიფოთ, დავუმატოთ ლიმონის ცედრა და წვენი, ვანილი. დავუმატოთ ნაღები და ავთქვიფოთ კარგად, ბოლოს კი რძეში გახსნილი ჟელატინი.
შიგთავსი ჩავასხათ ფორმაში და შევდოთ 3-4 საათით მაცივარში.
ამის შემდეგ, მოვამზადოთ მარწყვი. მოვაშოროთ ყუნწები და დავჭრათ ლამაზ თხელ ნაჭრებად. გავანაწილოთ მარწყვი გამაგრებულ შიგთავსზე და მოვასხათ ზევიდან ტორტის ჟელე (ჟელეს დასამზადებლად კონკრეტული ფირმის რეკომენდაციებით ვისარგებლოთ, რომელიც პაკეტს აწერია).
დაახლოებით 1-2 საათში ჟელე გამყარდება. მოვხსნათ ფორმას ბორტები და მოვაყაროთ ტორტს გვერდებზე მოხალული ნუში.
გემრიელად მიირთვით!