top of page

სატაცური ტოსკანურად


დღეს ტოსკანურად ვივახშმებთ და მივირთმევთ ბაზილიკის და ლიმონის არომატებით გაჯერებულ სატაცურს ხრატუნა შემწვარი პარმეზნით.

აი ასე, მარტივად და გემრიელად!

დაგვჭირდება:

1 კგ სატაცური

1 ლიმონის ცედრა

ნახევარი ლიმონის წვენი

პატარა კონა ცოცხალი ან ნახევარი ჩაის კოვზი ხმელი ბაზილიკი

1-2 მწიფე პომიდორი

მარილი

წიწაკების მიქსი

1 ს.კ. ზეითუნის ზეთი

100 გ პარმეზანი

სატაცური მოვწალოთ მარილწყალში, შემდეგ გავანაწილოთ საცხობ სინზე, ზევიდან დავალაგოთ რგოლებად დაჭრილი პომიდორი. ლიმონის წვენი, ცედრა, წვრილად დაჭრილი ბაზილიკი, ზეითუნის ზეთი, მარილი და წიწაკები ავურიოთ ერთმანეთში და მოვასხათ სტაცურს და პომიდორს ეს დრესინგი. მოვაყაროთ ზევიდან გახეხილი პარმეზანი და შევდოთ 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 10-15 წუთით.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page