ქათმის ფილე ყაბახით და მოცარელათი
დღეს ვამზადებთ ქათმის ფილეს ბოსტნეულთან ერთად. ნოყიერი და ჯანსაღი, მარტივი და გემრიელი ვახშამი გვექნება.
დაგვჭირდება:
2 ქათმის ფილე
4 სშუალო ყაბახი
200 გ პომიდორი ჩერი
3-4 კბილი ნიორი
100 გ არჟანი
100 მლ მაღალცხიმიანი ნაღები
200 გ მოცარელა
1 თავიანი სუფრის კოვზი ფქვილი
მარილი
წიწაკების მიქსი
პატარა კონა ოხრახუში ან ბაზილიკი
3-4 ს.კ. ზეითუნის ზეთი
20 გ კარაქი
ქათამი დავჭრათ კუბებად, მოვაყაროთ მარილი და წიწაკები და გავაჩეროთ ასე ერთი 20 წუთი. შემდეგ მოვბრაწოთ ზეთში და კარაქში ყველა მხრიდან.
ყაბახი დავჭრათ თხლად, ამოვავლოთ ფქვილში და ისიც მოვბრაწოთ.
ქათამს და ყაბახს შევურიოთ დაჭყლეტილი ნიორი, შუაზე გაჭრილი პომიდორი, ნაღები, მოვაყაროთ მარილი და წიწაკა და მივიყვანოთ ადუღებამდე დაბალ ცეცხლზე. შემდეგ გამოვრთოთ ქურა, დავუმატოთ მოცარელა და მწვანილი.
უფრო ნოყიერი ვახშამის ხასიათზე თუ ვიქნებით ქათამს გარნირად პასტა დავამატოთ.
გემრიელად მიირთვით!