top of page

ცხვრის ხორცის ტაჯინი ლეღვის ჩირით და კუსკუსით


ისევ ტაჯინი და ისევ ცხვრის ხორცი. დარწმუნებული ვარ, დღევანდელი კერძი ყველა გურმანს მოეწონება, რადგან ის საოცარი სუნელებით და სანელებლებითაა შეზავებული.
ხოლო თუ თქვენ ჩემსავით ცხვრის ხორცის მოყვარული არ ხართ, შეგიძლიათ საწონლის ხორცით შეცვალოთ.
დაგვჭირდება:
1 კგ ცხვრის ხორცი
1 ჭიქა კუსკუსი
1 ჭიქა თეთრი მშრალი ღვინო
10-15 ცალი ლეღვის ჩირი
პატარა ნაჭერი კოჭა
3-4 კბილი ნიორი
1 მწვანე ცხარე წიწაკა
2-3 ს.კ. ზეითუნის ზეთი
50 გ კარაქი
1 ჩ.კ. შავი წიწაკა
5-7 მიხაკის ბუტონი
მწიკვი შაფრანი
მარილი
სანელებლები ერთად დავფქვათ მსხვილ მარილთან ერთად, შევურიოთ ზეითუნის ზეთი და კარგად წავუსვათ ეს მასა მსხვილ ნაჭრებად დაჭრილ ხორცს. გავაჩეროთ ხორცი ასე ერთი -ორი საათი, შემდეგ კი მოვბრაწოთ ზეთთან და სპეციებთან ერთად ყველა მხრიდან ტაჯინში.
ამის შემდეგ, ხორცი გავწიოთ გვერდზე და ტაჯინის ფსკერზე დავყაროთ წვრილად დაჭრილი კოჭა, ნიორი და წიწაკა. ოდნავ მოვბრაწოთ, შემდეგ კი მოვასხათ ღვინო,მოვურიოთ და დავაფაროთ თავსახური. ვთუშოთ ასე საათნახევარი.
სანამ ხორცი ითუშება, კარგად გავრეცხოთ ლეღვის ჩირი და დავასხათ მდუღარე წყალი,რომ დარბილდეს.
ხორცი რომ დარბილდება და ძვალს იოლად მოშორდება, ამოვიღოთ ტაჯინიდან და დავჭღათ მომცრო ნაჭრებად. სოუსში კი ჩავყაროთ მსხვილად დაჭრილი ლეღვის ჩირი და ვთუშოთ, სანამ სითხე არ განახევრდება.
ამის შემდეგ დავაბრუნოთ ხორცი ტაჯინში და ყველაფერი ერთად ვთშთ ერთი-ორი წუთი.
შაფრანი გავქნათ მსხვილ მარილთან ერთად და გავხსნათ 1,5 ჭიქა მდუღარე წყალში, შემდეგ კი დავასხათ ეს წყალი კუსკუსს და დავაფაროთ თავსახური. ასე ერთი 10-15 წუთი გავაჩეროთ, შემდეგ კი დავუმატოთ კარაქი და კარგად მოვურიოთ.
თეფშზე გადმოვიღოთ კუსკუსი, დავუმატოთ ხორცი და მოვასხათ სოუსი. ბოლოს მოვაყაროთ დაჭრილი ქინძი.
გემრიელად მიირთვით!
Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page