ინდაურის ხორცი ახალი კარტოფილით და წითელი ბულგარული წიწაკით
დაგვჭირდება:
1 კგ ინდაურის ფილე
1 კგ ახალი კარტოფილი
2 წითელი ბულგარული
5 კბილი ნიორი
პროვანსული სუნელების ნაკრები
მარილი
წიწაკების მიქსი
2 ს.კ. ზეთი
20 გ კარაქი
ხორცი დავჭრათ სასურველ ზომაზე, მოვათავსოთ საცხობ ფორმაზე (ფორმას მოვასხათ ცოტაოდენი ზეთი), მივულაგოთ კარტოფილი, მოვაყაროთ წიწაკები, მარილი, პროვანსული სუნელები, მოვასხათ კიდე ცოტაოდენი ზეთი და ალაგალაგ ჩავამატოთ კარაქის პატარ-პატარა ნაჭრები. იქვე ჩავალაგოთ ნივრის მთელ-მთელი ლებნები.
შევდოთ 170 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში ერთი 30 წუთით, შემდეგ კი დავამატოთ მსხვილად დაჭრილი ბულგარული და შევდოთ კიდე ერთი 10-15 წუთით ღუმელში.
გემრიელად მიირთვით!