top of page

ტორტელინი ლიმონის და ტარხუნის სოუსით


სატაცურთან ერთად ქორფა ტარხუნაც გვაქვს უხვად გაზაფხულზე. ამიტომ დღეს ვახშმისთვის საოცარ რეცეპტს შემოგთავაზებთ- იტალიურ-ფრანგული გემოებით, საგაზაფხულოს, არც თუ ისე რთულს და ძალიან გემრიელს.

დაგვჭირდება:

500 გ ყველის ტორტელინი (შეგიძლიათ მზაც იყიდოთ, მაგრამ უმჯობესია წინასწარ მოამზადოთ ჩვენი რეცეპტით)

1-2 პატარა კონა ტარხუნა

2 ლიმონი

3 კვერცხის გული

250 გ კარაქი

20 მლ თეთრი მშრალი ღვინო

20 მლ ლიმონის წვენი

1-2 ს.კ. გახეხილი პარმეზანი

მარილი

შავი წიწაკა

ლიმონს გავაცალოთ კანი, დავჭრათ რგოლებად და მოვთუშოთ ერთი-ორი წუთი.

ორთქლზე ავთქვიფოთ კვერცხის გულები ღვინოსთან და ლიმონის წვენთან ერთად და ნელ-ნელა დავუმატოთ ამ მასას გამლღვალი კარაქი. თან ვთქვიფოთ. სოუსი კრემისებრი გახდება. დავუმატოთ მარილი, წიწაკა და წვრილად დაჭრილი ტარხუნა. ტორტელინი მოვხარშოთ, გადავწუროთ, დავალაგოთ თეფშზე და მოვასხათ სოუსი. გვერდზე მივუდოთ მოთუშული ლიმონი და მოვაყაროთ ცოტაოდენი გახეხილი პარმეზანი.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page