top of page

ალუბლის ბრაუნი


შოკოლადის გასაგიჟებელი არომატი და ალუბალი... ნაყინსაც თუ დავამატებთ ნამდვილი ნეტარება გველის!

დაგვჭირდება:

200 გ კარაქი

200 გ შავი შოკოლადი

5 კვერცხი

300 გ შაქარი

150-200 გ კურკაგამოცლილი ალუბალი

120 გ ფქვილი

80 გ კაკაო

ვანილი

ცომის გამაფხვიერებელი ან სოდა

100 გ შოკოლადი და კარაქი გავალღვოთ ორთქლზე. ცოტა შევაგრილოთ და შევათქვიფოთ კვერცხი. შემდეგ დავუმატოთ შაქარი, კაკაო, ფქვილი, გამაფხვიერებელი და ვანილი. კარგად მოვურიოთ და დავუმატოთ კურკაგამოცლილი ალუბალი და მომცრო ნაჭრებად დანაწევრებული დანარჩენი შოკოლადი. ფრთხილად მოვურიოთ, შემდეგ გადმოვიტანოთ საცხობ ფორმაში. ფორმას წინასწარ ჩავუფინოთ საცხობი ქაღალდი.

გამოვაცხოთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 20 წუთი.

ბრაუნი არ ნდა გამოშრეს, შიგნიდან ნოტიო უნდა დარჩეს.

გამომცხვარი ბრაუნი დავჭრათ ბასრი დანით და თბილ ნაჭრებს დავადოთ თითო გუნდა ნაყინი.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page