ალუბლის დესერტი მასკარპონეს კრემით
კიდე ერთი საოცარი, ჰაეროვანი, ნაზი ალუბლის დესერტი, რომელიც ძალიან მარტივი მოსამზადებელია და გემოთი ყველასთვის საყვარელ ტირამისუს არ ჩამოუვარდება.
დაგვჭირდება:
350 გ მასკარპონე
500 გ მაღალი ცხიმიანობის ნაღები
5 ს.კ. შაქრის პუდრა
400-500 გ ალუბალი
175-200 გ ტირამისუს ბისკვიტი სავოიადრი
50 მლ მარსალა
2 ს.კ. ალუბლის ბრენდი
300 მლ ესპრესო
30 გ გახეხილი შავი შოკოლადი
ნაღები ავთქვიფოთ. ცალკე ავთქვიფოთ მასკარპონე, შაქარი, მარსალა და ალუბლის ბრენდი. ფრთხილად შევურიოთ ნაღები და კურკაგამოცლილი ალუბალი.
ბისკვიტების ნახევარი ამოვავლოთ ესპრესოში და გავანაწილოთ ფორმებში. შემდეგ ზევიდან გავანაწილოთ ალუბლიანი კრემი, ზევიდან კი მოვაყაროთ ცოტაოდენი დაფხვნილი შოკოლადი. შემდეგ ისევ ესპრესოთი გაჟღენთილი ბისკვიტები დავალაგოთ და ისევ ალუბლიანი კრემით დავფაროთ. შევდოთ დესერტი მაცივარშ ერთი 4 საათით, შემდეგ კი ზევიდან დაფხვნილი შოკოლადით და ალუბლით მოვრთოთ.
გემრიელად მიირთვით!