top of page

ბრინჯის პუდინგი ნუშით, მარწყვით და მოცვით


დილას ჯანსაღ და გემრიელ საუზმეს ვამაზდებთ. თუმცა, ეს ბრინჯის პუდინგი შეგვიძლია მაცივარშ შევინახოთ და ლანჩზე ან ვახშამზეც მივირთვათ.

დაგვჭირდება:

100 გ ბრინჯი არბორიო

1 ლ რძე

300 მლ 33% ნაღები

3 ს.კ. შაქარი

100 გ ნუში

ვანილი

200 გ მარწყვი და მოცვი

ადუღებულ რძეს დავუმატოთ ვანილი, შემდეგ ცავყაროთ ბრინჯი და დაბალ ცეცხლზე მოვხარშოთ. თან სულ ვურიოთ.

ბრინჯი რომ მოიხარშება, გავაგრილოთ, დავუმატოთ შაქარი, დანაწევრებული ნუში და ათქვეფლი ნაღები.

შევდოთ ბრინჯის პუდინგი ერთი 30-40 წუთით მაცივარში, შემდეგ კი მოვაყაროთ ზევიდან დაფოთლლი ნუში, მარწყვი და მოცვი.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page