top of page

ქათმის ფილე შაფრანის ნაზ სოუსში


ლამაზი მარტივი და გემრელი კერძი მთელი ოჯახისთვის.

დაგვჭირდება

4 ქათმის ფილე

1-2 კბილი ნიორი

1 თავი ხახვი

1 ს.კ. ფქვილი

მარილი

შავი წიწაკა

დანის წვერზე-მუსკატი

შაფრანი

1 ს.კ. ზეითუნის ზეთი

20 გ კარაქი

200 მლ ნაღები

150 მლ თეთრი მშრალი ღვინო

3-4 ღერი ოხრახუში

ქათმის ფილეს მოვაყაროთ მარილი და წიწაკა და შევწვათ ყველა მხრიდან სქელძირიან ტაფაზე, ზეთსა და კარაქში. შებრაწული ქათმის ფილე გადავდოთ ცალკე, ამ ტაფაზე კი მოვთუშოთ თხლად დაჭრილი ხახვი, დავუმატოთ ფქვილი და კარგად მოვურიოთ. შემდეგ დავუმატოთ ღვინო და ალკოჰოლი რომ აორთქლდება, დავუმატოთ დაჭყლეტილი ნიორი, მუსკატი, შაფრანი და ნაღები. ბოლოს დავუმატოთ მარილი და წიწაკა, კარგად მოვურიოთ და გამოვრთოთ ქურა.

მოვასხათ ქათმის ფილეს სოუსი და მოვაყაროთ თხლად დაჭრილი ოხრახუში. გარნირად კერძს ძალიან მოუხდება შაფრანის ბრინჯი ან კარტოფილი.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page