top of page

ოქროსფერი შაფრანის რიზოტო კრევეტებით და სატაცურით


დაგვჭირდება:

300 გ ბრინჯი არბორიო

600-700 გ კრევეტი

500 გ სატაცური

2 თავი ხახვი

2-3 კბილი ნიორი

120 მლ თეთრი მშრალი ღვინო

700 მლ ბოსტნეულის ბულიონი ან წყალი

შაფრანი

4 ს.კ. ზეითუნის ზეთი

25-30 გ კარაქი

120 მლ ნაღები

3-4 ღერი ოხრახუში

50-100 გ პარმეზანი

მარილი

შავი წიწაკა

პირველ რიგში, 50 მლ მდუღარე წყალში გავხსნათ შაფრანი.

სანამ შაფრანის ნაენი გამზადდება, სქელძირიან ტაფაზე ნახევარ ულუფა ზეთში და კარაქში მოვთუშოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, შემდეგ დავუმატოთ ბრინჯი და რომ შეიწოვს ცხიმს და გამჭვირვალე გახდება, დავუმატოთ ღვინო. ღვინო რომ დაშრება, თანდათან ჩავასხათ მდუღარე ბულიონი ან წყალი, თან ხშირ-ხშირად ვურიოთ. დავუმატოთ შაფრანი, კარგად მოვურიოთ და გავაგრძელოთ ბრინჯის მომზადება. ბრინჯი არ უნდა ჩავხარშოთ. ვამზადებთ ალ დენტე.

პარალელურად, მეორე ტაფაზე გავახუროთ დარჩენილი ზეთი, დავუმატოთ კარაქი და დავყაროთ ზევიდან სატაცური. დავუმატოთ მარილი და წიწაკა, 1-2 წუთი მოვბრაწოთ და ამოვიღოთ ტაფიდან. ტაფაზე კი დავყაროთ წვრილად დაჭრილი ნიორი. როგორც კი ნიორი არომატრს გაუშვებს, დავამატოთ გასუფთავებული კერვეტები და მოვამზადოთ 2-3 წუთი. დავუმატოთ მარილი და წიწაკა.

ამასობაში, ჩვენი ბრინჯი მოიხარშება, დავუმატოთ მარილი და წიწაკა, ნაღებში არეული გახეხილი პარმეზანი და კარგად მოვურიოთ. ზევიდან მოვაყაროთ სატაცური, კრევეტები, წვრილად დაჭრილი ოხრახუში და გამოვრთოთ ქურა.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page