ქათმის ღვეზელი ბოსტნეულით
ვამზადებთ მარტივ და გემრიელ ქათმის ღვეზელის. საუზმეზეც, ვახშამზეც და ლანჩზეც მშვენიერია.
დაგვჭრდება:
1 შეკვრა მზა ფენოვანი ცომი (500-800 გ)
500 გ ქათმის ფილე
2 კარტოფილი
2 თავი ხახვი
1 სტაფილო
100 გ მწვანე ბარდა (შესაძლოა გაყინული გამოიყენოთ)
1-2 კვერცხი
მარილი
წიწაკების მიქსი
სურვილისამებრ, რამდენიმე ღერი ბეგქონდარა
3-4 ს.კ. ზეითუნის ზეთი
20 გ კარაქი
ზევიდან მოსასმელად:
1 კვერცხის გული
1 ს.კ. არაჟანი
ქათამი დავჭრათ წვრილად, მოვაყაროთ მარილი და წიწაკები და შევწვათ ტაფაზე კარაქში და ზეთში. შემდეგ გადავდოთ ხორცი და იგივე ტაფაზე მოვთუშოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, დავუმატოთ წვრილად დაჭრილი კარტოფილი და სტაფილო და მოვთუშოთ ერთად ბოლოს დავუმატოთ ქათმის ხორცი, ბარდა, ჩავახალოთ ორი კვერცხი და კარგად მოვურიოთ. აქვე დავუმატოთ წვრილად დაჭრილი მწვანილი.
ცომი გავყოთ ორ ნაწილად, ერთი გავაბრტყელოთ, ჩავაფინოთ საცხობ ფორმაში, შემდეგ გავანაწილოთ ცომზე შიგთავსი და დავაფაროთ ზევიდან მეორე ფენა.
ღვეზელს გადავუსვათ არაჟანთან ათქვეფილი კვერცხის გული და შევდოთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში გამოსაცხობად დაახლოებით 40 წუთით.
გემრიელად მიირთვით!