შოკოლადის ტორტი მარწყვით
პარასკევი საღამოსთვის ეს საოცარი დესერტიც შემოვინახეთ.
დაგვჭირდება:
ბისკვიტისთვის:
6 კვერცხი
200 გ შაქარი
120 გ ფქვილი
1 სავსე ს.კ. სახამებელი
2 ს.კ. კაკაო
1 ფილა შავი შოკოლადი
80 გ კარაქი
მწიკვი მარილი
სოდა
ნახევარი ლიმონის წვენი
ვანილი
მარწყვის შიგთავსისთვის:
500 გ მარწყვი
50 მლ ბრენდი
150 გ შაქრის პუდრა
კრემისთვის:
500 მლ ნაღები
40 გ შაქრის პუდრა
ვანილი
შოკოლადის კრემისთვის:
500 მლ ნაღები
4 ფილა შავი შოკოლადი
ცალკე:
100 გ ყველაზე ლამაზი მარწყვი
მოვამზადოთ ბისკვიტი: კვერცხის ცილა ავთქვიფოთ მარილთან და შაქართან ერთად, დავუმატოთ თითო-თითო გულები, შემდეგ ვანილი, კაკარო, ლიმონის წვენში გახსნილი სოდა, სახამებელი, ფქვილი. ფრთხილად მოვურიოთ და გამოვაცხოთ ბისკვიტი 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში.
მარწყვი გავარჩიოთ და დავაყაროთ შაქარი(50გ). დავტოვოთ 1 საათით. წვენი გადავწუროთ (უნდა გამოგვივიდეს 150-200 მლ. თუ საკმარისი არაა, დავმატოთ წყალი). ამ წვენს დავუმატოთ დარჩენილი შაქარი, მივიყვანოთ ადურებმადე და ვხარშოთ 5 წუთი. დავუმატოთ ბრენდი. გამოვრთოთ ქურა და გავაციოთ ასე ეს მასა.
მოვამზადოთ შოკოლადის კრემი: შევათბოთ ნაღები, მაგრამ არ ავადუღოთ და დავუმატოთ დაქუცმაცებული შოკოლადი. კარგად მოვურიოთ და შევდოთ მაცივარში მინიმუმ 30 წუთით. მასა გასქელდება. შემდეგ გამოვიღოთ მაცივრიდან და მსუბუქად ავთქვიფოთ. დიდხანს თქვეფა არ უნდა, თორე კრემი აიჭრება.
მოვამზადოთ ნაღების კრემი: ავთქვიფოთ ნაღები, დავუმატოთ შაქრის პუდრა, ვანილი. ავაწყოთ ტორტი: კარგად გაგრილებული ბისკვიტი გავჭრათ სამ თანაბარ ნაწილად. კარგად დავნამოთ სათითაოდ ყველა მარწყვის სიროპით და გავაჩეროთ ერთი 10 წუთი.
შემდეგ დავდოთ პრველი ფენა ტორტის თეფშზე, წავუსვათ ნაღების კრემი, შემდეგ დავალაგოთ მარწყვი. მერე ფენა ბისკვიტს გადავუსვათ ნაღების კრემი და დავაფაროთ ალუბლებს ნაღებით ქვევით. ზევიდანაც გადავუსვათ ნაღების კრენი და დავადოთ მესამე ფენა ბისკვიტი. ტორტს ზევიდან და გვერდებზეც გადავუსვათ შოკოლადის კრემი, გავასწოროთ დანით და მოვრთოთ ათქვეფილი გახეხილი მარწყვით. ტორტი შევდოთ მაცივარში და კარგად გავაციოთ.
გემრიელად მიირთვით!