პანა კოტა შამპანურით და მარწყვის სოუსით
დღეს უდახვეწილესი დესერტი გვაქვს. შამპანურის ნაზი გემო და არომარული მარწყვი საოცრად ეხამება ერთმანეთს
დაგვჭირდება:
500 მლ მაღალცხიმიანი ნაღები
250 მლ შამპანური
125 გ შაქარი
ვანილი
1 ს.კ. ჟელატინი
მარწყვის სოუსისთვის:
300 გრ მარწყვი
50-100 გ შაქარი
ნახევარი ლიმონის წვენი
ჟელატინი გავხსნათ შამპანურში. როცა გაფუვდება, გავალღვოთ დაბალ ცეცხლზე.
ნაღებს შევურიოთ შაქარი, ვანილი, დავდგათ საშალო ცეცხლზე. რომ გათბება, დავუმატოთ ჟელატინის მასა, კარგად მოვურით, გადავწუროთ თხელ საცერში და გადავასხათ ფორმაში. შევდოთ მაცივარში მინიმუმ 3 -4 საათით.
მარწყვის სოუსის მოსამზადებლად დავაბლენდეროთ 2/3მარწყვი შაქართან ერთად, ყველაზე ლამაზი, საღი მარწყვები ცალკე გადავდოთ. შაქრის რაოდენობა დავარეგულიროთ იმმის მიხედვით, თუბრამდენად ტკბილია მარწყვი. დავუმატოთ ლიმონის წვენი და მივიყვანოთ ადუღებამდე. ვახრშოთ ერთი 2-3 წუთი და გავაგრილოთ.
პანა კოტა ფორმიდან ამოვიღოთ, მოვასხათ მარწყვის სოუსი და მოვრთოთ გადარჩეული მარწყვით.
გემრიელად მიირთვით!