ხორცის გუფთები ალუბლის სოუსში
ალუბლის სეზონიც დაიწყო და ჩვენც მთელ დღევანდელ დღეს ალუბალს მივუძღვნით. მოვამზადებთ სალათს, ხორცის კერძს და რა თქმა უნდა, უგემრიელეს დესერტს.
ამ არაჩვეულებრივ ალუბლის ამბავს კი საოცარი სირიული სადღესასწაულო კერძით დავიწყებთ. ვამზადებთ ძალიან საინტერესო, გემრიელ და საკმაოდ მარტივ ხორცის გუფთებს ალუბლის სოუსში. ამ ელეგანტურ სადღესასწაულო კერძს სირიელები გარნირად შებრაწულ, ხრატუნა თეთრ პურს მიირთმევენ.
დაგვჭირდება:
1 კგ საქონლის ფარში (ასევე, ძალიან გემრიელი იქნება შერეული საქონლის და ღორის ფარში, დაახლოებით 2:1 პროპორციით)
3-4 ღერი ოხრახუში
3 ს.კ. ნუში (ან გირჩის თხილი)
1 ჩ.კ. დარიჩინი
ფერადი წიწაკების ნაკრები
შავი წიწაკა
მარილი
2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
30 გ კარაქი
სოუსისთვის:
600-700 გ ალუბალი
1-2 თავი ხახვი
1 ლიმონის წვენი
1-2 ჩ.კ. შაქარი
ხორცის ფარშს დავუმატოთმარილი და წიწაკები, დარიჩინი და წვრილად დაჭრილი ოხრახუში. ასევე დავუმატოთ დაქუცმაცებული (მაგრამ არა დაფქული) ნუში. კარგად მოვზილოთ ფარში და გამოვძერწოთ კაკლისხელა პატარა გუფთები.
ღრმა ტაფაში გავახუროთ ზეთი და კარაქი და შევწვათ გუფთები ყველა მხრიდან.
ცოტაოდენ ზეთსა და კარაქში მოვთუშოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, დავუმატოთ ალუბალი, დავასხათ იმდენი წყალი (ან წითელი ნახევრადტკბილი ღვინო), რომ ალუბალი ნახევრად დაიფაოს, ლიმონის წვენი, შაქარი და ვთუშოთ ყველაფერი ერთად, სანამ ალუბალი არრ დარბილდება.
ამის შმდეგ, ჩავალაგოთ ჩვენი გუფთები ამ სოუსში და ვთუშოთ ერთად კიდე ერთი 5 წუთი.
თეთრი პურის ბატონი დავჭრათ თხელ ნაჭრებად და მოვბრაწოთ ცოტაოდენ კარაქში. ეს ჩვენი გუფთების გარნირი იქნება.
გემრიელად მიირთვით!